საშინელი ავტო კატასტროფა ჩინეთში

ჩინეთის, შანშის პროვინციის ქალაქ ანკანგში წარმოქმნილ ავტო კატასტროფაში, დაიღუპა 36, დაშავდა 13 ადამიანი

787834
საშინელი ავტო კატასტროფა ჩინეთში

ჩინეთის, შანშის პროვინციის ქალაქ ანკანგში წარმოქმნილ ავტო კატასტროფაში, დაიღუპა 36, დაშავდა 13 ადამიანი.

შინხუას საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი, სადაც 49 კაცი იყო, ჩინლინგის გვირაბის შესასვლელში შეეჯახა კედელს. ავტობუსი, ჰინანის პროვინციის ქალაქ ლუიანგიდან, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩინდუში მიემართებოდა. მგზავრებიდან დაიღუპა 36, დაშავდა 13. ადგილობრივი უფლებამოსილების ცნობით დაჭრილები გადაიყვანეს ახლო-მახლო საავადმყოფოებში. ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო რაზმი განაგრძობს გაწმენდით სამუშაოს.



მსგავსი ინფორმაციები