ფხენიანმა ამერიკულ ბაზაზა დარტყმის თარიღი გამოაცხადა

“კუნძულ გუამს აგვისტოს შუა რიცხვებში დავარტყამთ“

787105
ფხენიანმა ამერიკულ ბაზაზა დარტყმის თარიღი გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანი გუამის კუნძულზე თავდასხმას 4 ცალი საშუალო სიშორის რაკეტით ამ თვის შუა რიცხვებისათვის აპირებს და სამზადისი უკვე დასრულების სტადიაშია. “ჩვენ გეგმას განვახორციელებთ და გუამზე თავდასხმისათვის მთავარსარდლის (კიმ იონგი) ბრძანებას დაველოდებით“, ხაზგასმულია ჩრდილოეთ კორეის არმიის განცხადებაში. ამავე განცხადებაში ტრამპის მუქარას, რომ ჩრდილოეთ კორეას ცეცხლით და რისხვით უპასუხებენ,  ფუჭ სიტყვებს და ლაყბობას უწოდებენ. წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული გუამი ფხენიანიდან 3400 კმ-ით არის დაშორებული და მასზე ამერიკული საჰაერო სამხედრო ბაზა, ანდერსონია განლაგებული  



მსგავსი ინფორმაციები