დაიღუპა ზღვაში ჩაგდებული 51 არალეგალი
იემენის საზღვაო სივრცეებში კონტრაბანდისტების მხრიდან ზღვაში ჩაგდებული 120 არალეგალიდან, დაიხრჩო 51

იემენის საზღვაო სივრცეებში კონტრაბანდისტების მხრიდან ზღვაში ჩაგდებული 120 არალეგალიდან, დაიხრჩო 51.
ამის შესახებ განაცხადა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და აღნიშნა, რომ სასიკვდილოდ განწირული 120 აფრიკელი, სომალელი და ეთიოპიელი არალეგალიდან, რომლებიც კონტრაბანდისტების მხრიდან ზღვაში იქნენ ჩაგდებულნი, 51 დაიხრჩო. დაღუპულების უმეტესობა 16 წლის ახალგაზრდები იყვნენ. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, იემენის პასუხისმგებელი ლაურენთ დე ბოეჯი კი იუწყება, რომ ნაპირზე გასული და გადარჩენილი არალეგალები აღნიშნავენ, რომ როცა კონტრაბანდისტებმა დაინახეს სანაპიროზე უფლებამოსილები, მათ ხელი ჰკრეს და ზღვაში ჩაყარეს. ბოეჯმა გამოთქვა მოლოდინი, რომ სომალიში დაბრუნებული კონტრაბანდისტები კიდევ უფრო მეტ არალეგალს წაიყვანენ იემენში.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, იემენში ჩაღწევის მიზნით, 55 ათასმა არალეგალმა დატოვა სომალის ნახევარკუნძული.
მსგავსი ინფორმაციები

უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პრემიერ-მინისტრს კიშიდა ფუმიოს შეხვდა.