ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში

786317
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანას პროვინციაში მომხდარი 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წინასწარი მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა,   175  ადამიანი კი დაშავდა და მრავალ საცხოვრებელ სახლს ზიანი მიადგა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სიჩუანას პროვინცია ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია. მეორეს მხრივ, სინძიანის უიგურთა ავტონომიური რეგიონში დილის საათებში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები