ფხენიანი კიდევ ერთხელ დაემუქრა აშშ-ს

ამერიკამაც საპასუხო მუქარა გაუგზავნა ფხენიანს

785861
ფხენიანი კიდევ ერთხელ დაემუქრა აშშ-ს

გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების მიღებამ ფხენიანი ახლიდან გაამწარა და აშშ-ს ახალი მუქარები შეუთვალა. ამის საპასუხოდ აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ  ტელეარხ Fox News-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფხენიანის მუქარებს არ შეუშინდებიან და არც გაექცევიან, პირიქით, გააგრძელებენ მუშტების დარტყმას. “ამჯერად ჩრდილოეთ კორეა მარტოდ მარტო დარჩა, რადგან, ახალი სანქციების კენჭისყრაზე ჩვენს გვერდით დადგნენ რუსეთი და ჩინეთიც და უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ სანქციებს“, განაცხადა ჰეილიმ. ფხენიანმა ახალი სანქციების გამოცხადების საპასუხოდ თქვა, რომ მზად არიან სერიოზული გაკვეთილი ჩაუტარონ ამერიკას



მსგავსი ინფორმაციები