ისრაელის პოლიცია ნეთანიაჰუს კორუფციაში სდებს ბრალს

17 სექტემბრამდე ამ საქმის გასაჯაროება აიკრძალა

783571
ისრაელის პოლიცია ნეთანიაჰუს კორუფციაში სდებს ბრალს

ისრაელის მასმედიის ცნობით, ამ ქვეყნის პოლიციამ ანგარიში წარუდგინა სასამართლოს, რომელშიც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი ედება უკანონობაში და კორუფციაში, ამიტომაც სასამართლოსაგან მოითხოვეს, გამოძიების გასაჯაროებაზე აკრძალვა დააწესონ. სასამართლომაც განიხილა რა პოლიციის ეს თხოვნა, ნეთანიაჰუს საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით 17 სექტემბრამდე ყველანაირი ინფორმაციისა თუ სტატიის გამოქვეყნება მასმედიაში აკრძალა. ისრაელური მასმედია გუშინდელ ინფორმაციაში აღნიშნავდენ, რომ ნეთანიაჰუს საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა მისმა ყოფილმა მრჩეველმა არი ჰაროიმ, ხოლო მისი მეუღლე სარა ნეთანიაჰუ კი გუშინ წინ დაიკითხა      



მსგავსი ინფორმაციები