ტრამპმა გარკვეული ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

ტრამპმა გარკვეული ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

782697
ტრამპმა გარკვეული ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა სენატის მხრიდან გასულ კვირას მიღებულ კანონს ხელი მოაწერა, რომელიც რუსეთისთვის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ტრამპმა კანონზე ხელის მოწერის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა მტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით წინააღმდეგობას გააგრძელებს. „თეირანის და ფხენიანის რეჟიმების ცუდი საქციელების შესაჩერებლად მკაცრი ზომების მიღების კანონს ხელი მოვაწერე. ასევე რუსეთის მხრიდან ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების მიმართ განხორციელებული არასამართლიანი პოლიტიკის მიმართ ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით,“ ნათქვამია ტრამპის განცხადებაში. ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  ნავთობის, ფინანსურ და იარაღის სფეროში დასავლეთის ქვეყნებში არსებული აქტივების გაყინვას და ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.



მსგავსი ინფორმაციები