ამერიკა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

ამერიკა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

782372
ამერიკა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა რექს ტილერსონმა, ვენესუელის დამფუძვნებელი საპარლამენტო კენჭისყრის  შემდეგ მომხდარი ძალადობები და ოპოზიციონერების დაპატიმრება შეაფასა და მომხდარის მიმართ შეშფოთება გამოთქვა. მან ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „ვენესუელაში ჩვენი ვარაუდის მიხედვით დასრულებული კენჭისყრის შედეგების შემდეგ,  მომხდარისგან ძალიან შეშფოთებული ვართ. ასევე შეშფოთებული ვართ ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაპატიმრებით.“  მან ასვე აღნიშნა, რომ ვენესუელაში ახალი კონსტიტუციის ხელმეორედ დასაწერად ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაძაბულობა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. „მადურომ თვითონ უნდა აღიაროს, რომ იგი აღარ უნდათ და თავისი ნებით უნდა დატოვოს თანამდებობა. ჩვენ კი პოლიტიკურ ცვლილებების სხვადასხვა სცენარებს განვიხილავთ,“ განაცხადა ტილერსონმა.  მეორეს მხრივ ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, სარა ჰაკაბი სანდერსიც ყოველდღიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და  ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ლეოპოლდო ლოპეზის დაპატიმრებაში ნიკოლას მადურო დაადანაშაულა. მან ასევე დასძინა, რომ ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ლოპეზთან გასულ კვირას შეხვედრა გამართა. „აშშ, მადუროს დიქტატორულ ქმედებებს, ოპოზიციურ ლიდერების და სხვა პირების დაპატიმრებას მკაცრად გმობს,“ განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.



მსგავსი ინფორმაციები