ტრამპი ფხენიანს დაემუქრა
“ყველაფერს გავაკეთებთ და ვიზრუნებთ მასზე"
781306
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბოლო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებლად იზრუნებენ მასზე.
თეთრ სახლში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩრდილოეთ კორეაზე ვზრუნავთ. ყველაფერს გავაკეთებთ და ვიზრუნებთ მასზე".
მანვე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი, ჯონ კელი დიდ საქმეებს გააკეთებს. ტრამპისვე განცხადებით, მისმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის და ახლო აღმოსავლეთის პრობლემები წინა ადმინისტრაციისაგან მემკვიდრეობის სახით მიიღო