კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა

781159
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ბინ ქასიმ ალ სანიმ თავის ამერიკელ, ინგლისელ და ფრანგ კოლეგებთან, სპარსეთის ყურის კრიზისთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრები გამართა. აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ადრე, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის დროს, კრიზისის დიალოგის გზით მოგვარების მხარდაჭერა გამოაცხადეს. სპარსეთის ყურის  კრიზისი, 5 ივნისს საუდის არაბეთის მეთაურობით ზოგიერთი  არაბული ქვეყნების მხრიდან კატართან ყოველგვარი  დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის შემდეგ წარმოიქმნა. კატარის მიმართ ბლოკადის დამწესებელმა ოთხმა ქვეყანამ დოჰას მთავრობას 13 პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენეს, რაზეც კატარმა განაცხადა,  რომ აღნიშნული მოთხოვნები საერთაშორისო  სამართალს ეწინააღმდეგება  და მათგან არცერთის შესრულებას არ აპირებს.



მსგავსი ინფორმაციები