პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერმინისტრი გადააყენა

შერიფის და მისი ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას

779287
პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერმინისტრი გადააყენა

პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი ნევაზ შერიფი და ფინანსთა მინისტრი ისჰაკ დარი თანამდებობიდან გადააყენა. 1 წელი იყო რაც ეს სასამართლო იძიებდა ე.წ. პანამის დოკუმენტებში გაჟონილ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შერიფის და დარის ბავშვებმა ოფშორული ფირმების მეშვეობით, საცხოვრებელი ბინები შეისყიდეს ლონდონში და როგორც განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, მოსამართლე ეჟაზ აფზალ ჰანმა, შერიფი აღარ წარმოადგენს პარლამენტის მხრიდან არჩეულ პრემიერს და იგი ამ თანამდებობას დასტოვებს. პაკისტანური მასმედიის ცნობით კი, შერიფის და მისი ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას



მსგავსი ინფორმაციები