კოალიციამ იემენი დაბომბა

კოალიციამ იემენი დაბომბა

779168
კოალიციამ  იემენი დაბომბა

საუდის არაბეთის წინამძღოლობით შექმნილმა  კოალიციამ იემენის დედაქალაქ სანაში ჰუსიტების ზოგიერთი სამიზნეები დაბომბა. საუდის არაბეთის ქალაქ მექას მიმართულებით იემენის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული  თავდასხმა, საჰაერო თავდაცვის სისტემით აღკვეთილი იქნა რა, ამ ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, იემენის დედაქალაქ სანაში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისამ. თავდასხმა, სანას ჩრდილოეთით ჰუსიტების კონტროლის ქვეშ მყოფ, დულეიმის საავიაციო ბაზაზე და იარაღის  საწყობებზე იქნა განხორციელებული. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმა ასევე ჰუსიტების კონტროლის ქვეშ მყოფ პირველ  ბრონირებულ სამმართველოს შტაბ-ბინაზეც განხორციელდა. ჰუსიტების კუთვნილ ტელეარხ El-Mesira-ს ინფორმაციით, კი  კოალიციურმა ძალებმა მათ სამიზნეებზე ექვსი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საუდის არაბეთის წინამძღოლობით შექმნილმა კოალიციამაც გააკეთა განცხადება რომელშიც ნათქვამია: „ჰაჯობის (პილიგრიმობა) პერიოდის წარუმატებლად ჩატარების მიზნით, იემენში მყოფი ჰუსიტების მხრიდან წმინდა ქალაქ, მექას მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა.“ ჰუსიტების მხრიდან მუსლიმანების ყიბლე, ქააბას მიმართულებით მსგავსი ქმედება გასული წლის 12 სექტემბერსაც განახორციელეს, რომელიც დროულად იქნა აღკვეთილი.  



მსგავსი ინფორმაციები