იაპონიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

გადადგომის მოტივად მან ჩანაწერების გადამალვა დაასახელა

779530
იაპონიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

იაპონიიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ტომომი ინადა, სამხრეთ სუდანში მოქმედ სამშვიდობო მისიაში, რომელშიც იაპონელი სამხედროებიც მსახურებენ, წარმოქმნილი სკანდალის შემდეგ, გადადგა. ინადას თქმით, სამშვიდობო მისიაში მომსახურე იაპონურ ნაწილში ჩატარებული გამოძიების დროს, რეგისტრირებული ჩანაწერების დამალვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რითაც დაირღვა იაპონიის თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის შესახებ სამართლებრივი დებულება. “მე როგორც თავდაცვის მინისტრი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ და ამიტომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე რა, შესაბამისი განცხადებით უკვე მივმართე პრემიერმინისტრ შინზო აბეს და მანაც მიიღო ჩემი ეს გადადგომა“, განაცხადა ინადამ და იქვე დიდი წუხილი გამოთქვა მომხდარის გამო



მსგავსი ინფორმაციები