რუმინეთი ამერიკულ პატრიოტებს შეიძენს

რუმინეთი ამერიკულ პატრიოტებს შეიძენს

778895
რუმინეთი ამერიკულ პატრიოტებს შეიძენს

რუმინეთი, აშშ-დან დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების ე.წ პატრიოტებს ანუ საზენიტო-სარაკეტო სისტემას შეისყიდის. ამის შესახებ  რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა,  ადრიან ტუტუიანუმ განაცხადა. მისივე თქმით ამისათვის პირველ რიგში პარლამენტის ნებართვაა საჭირო. საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ  საზენიტო-სარაკეტო სისტემის რუმინეთზე მიყიდვა სამინისტრომ დაამტკიცა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული სისტემა რუმინეთის თავდაცვის სისტემას გააძლიერებს და რეგიონალური საფრთხეებისგან დაიცავს.



მსგავსი ინფორმაციები