ისრაელმა დეტექტორების დემონტაჟი მოახდინა
სათვალთვალო კამერები კვლავ დარჩა
ისრაელმა ვეღარ გაუძლო საერთაშორისო ზეწოლებს და მესჯიდი აქსას შესასვლელებში დამონტაჟებული ელექტრონული დეტექტორები მოხსნა.
ხსენებული მეჩეთის უფროსმა, შეიხ ნაჯი ბექირატა სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ისრაელის პოლიციამ მართალია დეტექტორები მოხსნა, მაგრამ, სამაგიეროდ სათვალთვალო კამერები დასტოვა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ.
ამ დროს გვიან საათობამდის გრძელდებოდა ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა, რომლის დასრულების კვალდაკვალ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და მასში აღნიშნულია: “ძალოვანი სტრუქტურების რჩევის საფუძველზე მეტალის ელექტრონული დეტექტორების დემონტაჟის გადაწყვეტილება და მის ადგილზე უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენების დადგენილება მივიღეთ. ამ გზით ჩვენ მარტო მესჯიდი აქსაში მლოცველების კი არა, არამედ მთელი ძველი იერუსალიმის უბნების უსაფრთხოებასაც დავიცავთ“.
ამავე განცხადებით უსაფრთხოების ახალი ზომების მიღებას ისრაელი დღეიდანვე დაიწყებს და 6 თვე გასტანს რა, მასზე 28 მილიონ დლარს დახარჯავენ.
მესჯიდი აქსაში 14 ივლისს მომხდარი არეულობის დროს 3 პალესტინელი და 2 ებრაელი პოლიციელი დაიღუპნენ, რის შემდეგ მხარეებს შორის დაძაბულობა გაიზარდა და პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ყოველდღიურად შეტაკებები ხდება, რის შედეგად დაჭრილთა რაოდენობამ უკვე 100 კაცს მიაღწია