კატარი ტერორიზმის კანონმდებლობას ცვლის

კატარი ტერორიზმის კანონმდებლობას ცვლის

774797
კატარი ტერორიზმის კანონმდებლობას ცვლის

კატარის ემირმა შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანიმ  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი კანონმდებლობა დაამტკიცა. კატარის ოფიციალური სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო QNA-ს ინფორმაციით, შეიხ თემიმ ტერორისტის, ტერორისტული დანაშაულის, ტერორიზმის განმარტება და მათი დაფინანსების განმარტების ამსახველი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. კატარსა და აშშ-ს შორის ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის  ამ ქვეყანაში 12 ივლისს განხორციელებული ვიზიტის  დროს მხარეებს შორის ტერორიზმის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.



მსგავსი ინფორმაციები