შეტაკებები ავღანეთში
შეტაკებები ავღანეთში
773625

ავღანეთის ჩრდილოეთით თალიბებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. შეტაკების დროს 16 ტერორისტი მოკლული იქნა, ხოლო 27 დაიჭრა. ბაღლანის პროვინციის პოლიციის სამმართველოს პრესსპიკერის, ზაბიჰულლაჰ შუჯას განცხადებით, ტერორისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება, პროვინციის სამხედრო და პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმის განხორციელების შემდეგ დაიწყო.