დღეს სრებრენიცას გენოციდის 22-ე წლისთავია

ამ დღესთან დაკავშირებით წერილობითი მესიჯი გაავრცელა გუტიერესმა

768530
დღეს სრებრენიცას გენოციდის 22-ე წლისთავია

დღეს სრებრენიცას გენოციდის 22-ე წლისთავია და მასთან დაკავშირებით წერილობითი მესიჯი გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მწუხარებით იგონებენ სერბების მხრიდან ბოსნიელი მუსლიმანების მასიურ ხოცვა-ჟლეტას და ბოსნიის ომში დაღუპულთა სულებს.

“ბოსნიის ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა და დღეს კიდევ ერთხელ მოწიწებით ვიდრეკთ თავს მათი სულების წინაშე რა, ამასთან თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახების ცოცხლად გადარჩენილ წევრებს, მათ ნათესავებს და მეგობარ-მეზობლებს. 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში მომხდარი საზარელი მოვლენები ისტორიულ სინამდვილეს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ეს ფაქტი გენოციდად აღიარა და ომის დამნაშავე ყველა სერბი მკაცრად დასაჯა. ასეთი დანაშაულებების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით წარსულს პატიოსნად და პირდაპირ უნდა შევხედოთ თვალებში და ღიად ვაღიაროთ ჩვენი როლები ასეთი დანაშაულების ჩადენაში, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ასეთი ტრაგედიები“, ხაზგასმულია გუტიერესის განცხადებაში.

მისივე თქმით, გაერომაც აღიარა თავის პასუხისმგებლობა სრებრენიცას გენოციდში და ამ მარცხისგან მწარე გაკვეთილი უნდა გამოიტანონ რა, აქედან გამომდინარე მათი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს მთელი მსოფლიოსათვის მდგრადი  მშვიდობის, სტაბილურობის და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად



მსგავსი ინფორმაციები