აშშ-ში C-130 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა

დაიღუპა 16 კაცი

768277
აშშ-ში C-130 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა

აშშ-ს მისისიპის პროვინციაში გამავალ ამავე სახელწოდების მდინარის დელტაში სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი  C-130 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 16 კაცი დაიღუპა.

მისისიპის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორმა ლეი სმიტსონმა ადგილობრივი მასმედიისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ თვითმფრინავი ჯექსონის დასახლებიდან 150 კმ-ის ჩრდილოეთში მდებარე ლეფლორ-სანფლობერში  ჩამოვარდა.

C-130 ტიპის 4 ძრავიან და პროპელერებიან ამ თვითმფრინავს საზღვაო ფეხოსნები საწვავისა და სხვა მასალების გადასაზიდად იყენებენ



მსგავსი ინფორმაციები