ჰამბურგი საპროტესტო აქციამ მოიცვა

ადგილი აქვს ძალისმიერ შეტაკებებს

766436
ჰამბურგი საპროტესტო აქციამ მოიცვა

ჰამბურგში დიდ ოციანთა ლიდერების სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე იწყება და ხშირად ხდება შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, ამიტომაც ქალაქის ქუჩები და მოედნები ბრძოლის ველს დაემსგავსნენ.

მოპროტესტეებმა ცეცხლი გაუჩინეს პოლიციის რამდენიმე ავტომანქანას, ხოლო თვით პოლიციას კი ქვები და ბოთლები დაუშინეს.

თავის მხრივ პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზები გამოიყენა.

“კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჯოჯოხეთში“, გაანადგურე G20“, აი ასეთი შინაარსის ბანერებით ხვდებიან მოპროტესტეები სამიტის მონაწილეებს, რომელთა უმრავლესობა ანტი კაპიტალისტები არიან.

ელიან რომ დღეს საპროტესტო აქციაში 100 ათასამდე კაცი მიიღებს მონაწილეობას და მათგან დაახლოებით 8 ათასი, ძალადობის მიდრეკილების მქონე ჯგუფების წევრები არიან

 



მსგავსი ინფორმაციები