ფხენიანის საკითხი გაეროს უს განიხილეს

მალე სპეციალურ რეზოლუციას მოამზადებენ

765694
ფხენიანის საკითხი გაეროს უს განიხილეს

აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოთხოვნის საფუძველზე საგანგებოდ შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო და განიხილეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ახალა ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საკითხი.

სხდომაზე სიტყვით გამოსულმა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ნიკი ჰალეიმ თქვა, რომ  ასეთი ცდების გამო ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიო კიდევ უფრო საშიში გახადა, ამიტომაც მის წინააღმდეგ დიპლომატიურ და ეკონომიკურ სანქციებს გააგრძელებენ რა, თუ გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნება, ყოველთვის მოერიდებიან პრობლემის სამხედრო მეთოდით მოგვარებას.

“უახლოეს ხანებში უშიშროების საბჭო ფხენიანის მიმართ ახალ რეზოლუციას მოამზადებს და ვიმედოვნებ, რომ კენჭისყრის დროს ყველა წევრი მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას“, განაცხადა ჰეილიმ.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი რუსეთი ჯერ ჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მხარს არ დაუჭერს მომზადებულ რეზოლუციას



მსგავსი ინფორმაციები