პუტინმა ში ძიანპინგი მიიღო
სტუმარს რუსეთის ყველაზე უმაღლესი ჯილდო მიეცა

ჩინური საინფორმაციო სააგენტო შინხუას ცნობით, მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად ჩასული ჩინეთის პრეზიდენტი ში ძიანპინგი კრემლის სასახლეში მიიღო მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა.
მასთან საუბრისას სტუმარმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ამჟამად ჩინეთს ყველაზე ახლო კონტაქტები სწორედ რუსეთთან აქვს.
“მე როდესაც 2013 წელს ჩინეთის ლიდერად ამირჩიეს, პირველი უცხოური ვიზიტი რუსეთში განვახორციელე და მას შემდეგ მე და თქვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მე მგონი მას შემდეგ უკვე 22 ჯერ შეხვდით ერთმანეთს და არც ერთი სხვა ქვეყნის ლიდერთან ამდენი შეხვედრა არ მქონია“, ასე მიმართა ძიანპინგმა პუტინს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტიც, წინა ვიზიტების მსგავსად ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, აღნიშნავს შინხუა.
მისივე ცნობით, ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის და სირიის საკითხებიც განიხილეს და მხარი დაუჭირეს ამ კრიზისების დიალოგის გზით მოგვარებას.
პუტინმა ჩინელი კოლეგა, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებში შეტანილი აქტიური წვლილის გამო, რუსეთის ყველაზე უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა ანდრეის ორდენით დააჯილდოვა, იუწყება ჩინური სააგენტო