გერმანელი დიპლომატი საუდის არაბეთშია

რიადში კატარის კრიზისს განიხილავენ

764103
გერმანელი დიპლომატი საუდის არაბეთშია

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ელ ჯუბეირიმ თავისი გერმანელი კოლეგა ზიგმარ გაბრიელი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც განაცხადეს, რომ ძირითადად კატარის კრიზისი განიხილეს. “გაბრიელთან საუბრისას ტერორიზმის დაფინანსების შეწყვეტის, რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის, ასევე ყოველგვარი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას დავუთმეთ ყურადღება და ავუხსენი, რომ კატარის წინააღმდეგ მიღებული ზომები მხოლოდ ამ ქვეყნის სასარგებლოდ და საერთოდ რეგიონის მშვიდობა-სტაბილურობისთვის გადადგმული ნაბიჯები არის, ხოლო რაც შეეხება დოჰასგან  ოფიციალურ პასუხს, მას რამდენიმე საათის შემდეგ მივიღებთ, რის კვალობაზე შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ“, განაცხადა ჯუბეირიმ და იმედი გამოთქვა, რომ 4 არაბული ქვეყნის მხრიდან წარდგენილ 13 მუხლიან პაკეტს კატარის ხელმძღვანელობა დადებით პასუხს გასცემს. გერმანელმა დიპლომატმა კი კატარის კრიზისის მოგვარების მიზნით მხარი დაუჭირა კუვეიტის შუამავლობას



მსგავსი ინფორმაციები