აქტუალური თემის ანალიზი 27
ახალი ენერგეტიკული ხაზები და ახალი კრიზისები
უკვე რამდენიმე თვეა რაც არაბულ სამყაროში ეგვიპტის მხრიდან წითელ ზღვაში კუთვნილი 2 კუნძულის, ტირანას და სანაფირის საუდის არაბეთისათვის გადაცემის საკითხზე კამათობენ. ეგვიპტის პრეზიდენტის, პუტჩისტი გენერლის, აბდულატიფ სისის მხრიდან ამ ორი კუნძულის საუდის არაბეთისათვის გადაცემამ თვით სისის მხარდამჭერებშიც დიდი გაოცება და გაკვირვება გამოიწვია, როცა დასავლეთში და ახლო აღმოსავლეთში ამ საკითხზე 1 სტატიაც კი არ დაწერილა და გამოქვეყნებულა. ხსენებული კუნძულები წითელ ზღვაში, ე.ი. ხმელთაშუაზღვის და ახლო აღმოსავლეთის ინდოეთის ოკეანესთან დამაკავშირებელ ზღვაში, სინას ნახევარკუნძულსა და საუდის არაბეთს შორის მდებარეობენ და ამიტომ მათ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე დეტალურად უნდა გამოიძიოს ამ კუნძულების გაყიდვის საკითხი, რამეთუ, იგი უახლოეს ხანებში მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ყველაზე მწვავე კონკურენციის თემა გახდება
ერთი სხვა განსაკუთრებულობაც გააჩნიათ ამ კუნძულებს, ისინი აქაბეს ყურეს წითელ ზღვასთან აკავშირებენ. ტირანას კუნძული 84 მილით არის დაშორებული სინას ნახევარკუნძულისგან და აქ გამავალ საზღვაო გზას სხვანაირად “ეგვიპტის შიდა გზასაც“ ეძახიან, მაგრამ, ამ გაჩუქების შემდეგ ეს ტერმინი ალბათ ხმარებიდან გაქრება და რაც მთავარია, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნების ეროვნულ ინტერესებზეც ნეგატიურად იმოქმედებს რა, ისინი ახალი კრიზისების და პრობლემების პირისპირაც აღმოჩნდებიან.
ახლა აქ ლოგიკური კითხვა ისმება. ამ ორ კუნძულზე არავითარი მატერიალური თუ სულიერი რაიმე სიმდიდრე არ არსებობს, არც მიწისქვეშა თუ მიწისზედა რაიმე წიაღისეული გააჩნია, მაშ რატომ გაყიდა ეს კუნძულები ეგვიპტემ და რატომ მაინც და მაინც საუდის არაბეთს მიჰყიდა? აი ამ კითხვაზე თუ პასუხი გაიცემა, თავსატეხიც შევსებული იქნება
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ კუნძულების საუდის არაბეთისათვის გადაცემით, აქაბეს ყურე უკვე საერთაშორისო წყლების ზონად გადაიქცა და ყველანაირი გემები აქ ყოველგვარი კონტროლის გარეშე შევლენ და გამოვლენ, რადგან, ეგვიპტის დომინანტობას აქ ბოლო მოეღო
აქაბეს ყურეში მდებარეობს ისრაელის ელიატის პორტი, რომლის პარალელურად, უკანა გაყოლებაზე, ე.ი. ხმელთაშუაზღვაში კი ისევ ისრაელის აშდოდის ნავსადგური მდებარეობს. ახლა, თუ ისრაელი, ამ პორტებს შორის რკინიგზას გაიყვანს, მაშინ, ეს გზა სწორედ სუეცის არხის ალტერნატიული გზა გახდება და ამით ეგვიპტის მოგება ძალზედ შემცირდება, ხოლო ისრაელისა კი გაიზრდება. მეორეს მხრივ ელიატის პორტი საერთაშორისო სტატუსს მოიპოვებს რა, რეგიონის ერთ ერთ უდიდეს სავაჭრო ნავსადგურად გადაიქცევა
ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ის იქნება, რომ წითელი ზღვა ისრაელის არმიისათვის მთლიანად გაიხსნება და ამ ქვეყნის სამხედრო კრეისერებიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნებისმიერი ქვეყნის, ეს იქნება სომალი, იემენი თუ სხვა მუსლიმანური ქვეყანა, ღუზას ჩამოუშვებენ, რაც საბაბი გახდება ახალი კრიზისებისა
გარდა ამისა, კუნძულების ახალი სტატუსი ისრაელს კიდევ ერთ უპირატესობას მისცემს, რეგიონის ენერგეტიკულ მარშრუტს, ახალი ალტერნატივა გაუჩნდება, რაც უდიდეს დარტყმას მიაყენებს ასევე თურქეთის ენერგეტიკულ სატრანსპორტო დერეფანსაც, რომლითაც რუსული და აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპაში უნდა გადატუმბულიყო, ამიტომაც ეს ქვეყნებიც სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებენ
ეგვიპტის მხრიდან კუნძულების გაყიდვას საშინლად შეეწინააღმდეგა ქვეყნის არმია და სასამართლო ორგანოები, მაგრამ, სისის გავლენის ქვეშ მყოფმა პარლამენტმა პირველსავე მოსმენაზე დაამტკიცა გაყიდვის კანონ პროექტი და მეორე დღესვე შევიდა ძალაში
აქ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ასეთ მეტად სერიოზულ საკითხზე ხმა არ ამოიღო მსოფლიო მასმედიამ. არაბული ქვეყნებიდან კი მხოლოდ კატარის ელ ჯეზირემ მკაცრი ანალიზები გააკეთა, მათ რეგიონში მიმდინარე მუხანათური მოვლენები ობიექტურად გააშუქა, ხელი შეუწყო არაბული სამყაროს გამოფხიზლებას და ეს ყველაფერი მას ძვირად დაუჯდა, რადგან, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, გაერთიანებულმა არაბულმა ემირატებმა და კიდევ სხვა არაბულმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს კატართან, ხოლო შერიგების მიზნით წარდგენილ 11 მუხლიან პაკეტში ერთერთი მთავარი და პირველი მოთხოვნა ელ ჯეზირეს დახურვაა
არაბული ქვეყნების კატართან ურთიერთობების შეწყვეტის პროექტი ამერიკული იყო და რაოდენ გასაკვირველიც არ უნდა იყოს, იმავე ამერიკამ იმავე დღეებში კატარს 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვა აიძულა. ამერიკა კატარს ტერორიზმისადმი მხარდაჭერაში სდებს ბრალს, როცა პირიქით, ყველაზე დიდ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ სწორედ კატარი ახორციელებს. გარდა ამისა, დოჰამ დიდი ჰუმანიტარული დახმარებები აღმოუჩინა ერაყელ და სირიელ მშვიდობიან მოსახლეობასაც, ამიტომაც ამერიკის და მისი მხარდამჭერი ზოგიერთი არაბული ქვეყნების კატარისადმი მტრული დამოკიდებულება უსაფუძვლოს და უსამართლოს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აშშ-ს ახალი დიპლომატიური ტაქტიკა ახლო აღმოსავლეთში და ალბათ მას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება
ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ კუნძულების საუდის არაბეთისათვის მიყიდვა ამერიკა-ისრაელის მორიგი ოინია და იგი მიმართულია რუსეთის აირის წინააღმდეგ. ალბათ ამის საპასუხო ნაბიჯი იყო რუსეთის მხრიდან სირიის სამხედრო თვითმფრინავის კოალიციის მიერ ჩამოგდების კვალდაკვალ სირიის საჰაერო სივრცის კოალიციის თვითმფრინავებისათვის გადაკეტვა, რაც დიპლომატიაში ახალი, ცივი ტალღის წარმოქმნას გამოიწვევს
ზოგიერთები კი ფიქრობენ, რომ კატარის ხელოვნური კრიზისის წარმოქმნით კამუფლაჟი მისცეს და დაფარეს კუნძულების მიყიდვის საქმე, რასაც შეიძლება ახალი პრობლემები წარმოექმნა არაბულ სამყაროში და სინამდვილეში მომხდართან დაკავშირებით თვალები გაეხილებინა მათთვის