ასადმა ტრამპის გაფრთხილება უნდა გაითვალისწინოს

ასადმა ტრამპის გაფრთხილება უნდა გაითვალისწინოს

761309
ასადმა ტრამპის გაფრთხილება უნდა გაითვალისწინოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპის მთავრობის მხრიდან  სირიაში ახალი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მიცემული გაფრთხილება უნდა გაითვალისწინოს. გუტიერესმა ამის შესახებ ვაშინგტონში, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ, რექს  ტილერსონთან გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული გაფრთხილებაა. ამიტომ, ასადს სერიოზული დაფიქრება მართებს,“ განაცხადა გუტიერესმა. მეორეს მხრივ ასადის რეჟიმის მხრიდან ახალი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, გაეროში, აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმაც შეაფასა და დასძინა, რომ ტრამპის გაფრთხილებამ თითქოს და შედეგი გამოიღო. მან ასევე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეები სირიის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებზე დგანან, დიალოგი მაინც უნდა გაგრძელდეს.



მსგავსი ინფორმაციები