საფრანგეთი ყირიმის ანექსიას არ ცნობს
საფრანგეთი ყირიმის ანექსიას არ ცნობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას არ ცნობს. მან ამის შესახებ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით საფრანგეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მაკრონმა, პოროშენკოს ასევე დაუდასტურა, რომ მინსკის პროცესის გაგრძელების მომხრეა. პოროშენკომ კი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ნორმანდიის ოთხეულად წოდებული საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარე თვის ბოლოს ან ივლისის თვის დასაწყისში გაიმართება.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება
თურქეთსა და აშშ-ს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სირიაში არსებული ბოლოდროინდელი ვითარება