საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრე შეიცვალა

ქვეყნის კონსტიტუციის 50-ე მუხლიც შეიცვალა

757330
საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრე შეიცვალა

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება, რომ სამეფო კარის ბრძანებულებით, ტახტის პირველ მემკვიდრეს, უფლისწულ მუჰამედ ბინ ნაიფს, რომელიც ამავე დროს ქვეყნის პრემიერმინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს წარმოადგენდა, ყველა თანამდებობა და მემკვიდრეობა ჩამოერთვა რა, მის მაგივრად ახალი პირველი მემკვიდრე გახდა მეფე სალმანის ვაჟი, უფლისწული მუჰამმედ ბინ სელმანი, რომელიც აქამდე რიგით მეორე მემკვიდრეს და თავდაცვის მინისტრს წარმოადგენდა და მასვე გადაეცა პრემიერმინისტრის პორტფელიც.  

ამავე  განკარგულების თანახმად, კონსტიტუციის 50-ე მუხლიც შეიცვალა, რომელიც საუდის არაბეთის მეფის არჩევნებს ითვალისწინებს და მისი მიხედვით, “ახალი მეფე დამფუძნებელ ლიდერ აბდულაზიზ ბინ აბდურაჰმან ბინ სუუდის ვაჟებს შორის აირჩევა“  მუხლის ტექსტი შეიცვალა და ასეთი შინაარსი შეიძინა: “ახალი მეფე დამფუძნებელ ლიდერ აბდულაზიზ ბინ აბდურაჰმან ბინ სუუდის ვაჟებს და შვილიშვილებს შორის აირჩევა“.

სამეფო ბრძანებულებითვე ქვეყნის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად ემირ აბდულაზიზ ბინ სუუდ ბინ ნაიფი დაინიშნა და ზოგიერთი სხვა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები