ლიბიიდან გამოსული ნავი ჩაიძირა

დაიღუპა 126 მიგრანტი

756381
ლიბიიდან გამოსული ნავი ჩაიძირა

კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა ხმელთაშუაზღვაში. ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბიიდან გამოსული და იტალიის სანაპიროებისკენ მიმავალი და მიგრანტებით სავსე გასაბერი ნავი ჩაიძირა.

მიღებული ინფორმაციებით ჩაძირულ ნავზე მყოფი 130 კაციდან მხოლოდ ოთხის გადარჩენა შესძლეს მეთევზეებმა, დანარჩენი 126 კაცი კი დაიხრჩო.

მას შემდეგ, რაც თურქეთმა და საბერძნეთმა ეგეოსის ზღვის ბალკანური მარშრუტები მიგრანტებისათვის გადაკეტეს, მათთვის ახალ მარშრუტად გადაიქცა ხმელთაშუაზღვა და ყოველდღე ათობით და ასობით მიგრანტით სავსე ნავები ევროპის სანაპიროებისკენ იღებენ გეზს რა, ამ მგზავრობის დროს ხშირად ხდება მსგავსი ტრაგედიები.

ასე რომ, ახალი წლის აქეთ ხმელთაშუაზღვაში დაღუპულ არალეგალთა რაოდენობამ უკვე 800 კაცს გადააჭარბა  



მსგავსი ინფორმაციები