კატარსა და აშშ-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

კატარსა და აშშ-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

753332
კატარსა და აშშ-ს შორის შეთანხმება მიღწეულია
abd savas gemisi.jpg

კატარმა, 12 მილიარდი დოლარის ღირებულების F15-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია. კატარის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰალიდ ბინ მუჰამმედ ელ-ათიე გუშინ ვაშინგტონში  თავის ამერიკელ კოლეგა, ჯიმ მატისთან შეხვედრა გამართა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმებით მხარეებს შორის ნდობას და კატარის თავდაცვის სისტემას გააძლიერებენ. შეთანხმება ზოგიერთი არაბული ქვეყნების მიერ კატარის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ განხორციელდა რა, აშშ-ს პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით  გავრცელებულ განცხადებაში კატარის მიმართ ბლოკადას დაუჭირა მხარი. ტრამპმა, დოჰას მთავრობა ტერ ორგანიზაციებზე ფინანსურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამერიკის კონგრესმა კატარზე 21 მილიარდი დოლარის ღირებულების F15 საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის ხელშეკრულება გასულ წელს დაამტკიცა. მეორეს მხრივ კატარი და აშშ ერთობლივ წვრთნებსაც ჩაატარებენ.



მსგავსი ინფორმაციები