ინგლისის პრემიერი საფრანგეთშია
იგი პრეზიდენტმა მაკრონმა მიიღო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მიიღო ინგლისის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და ძირითადი ყურადღება ანტიტერორისტულ ბრძოლას დაუთმეს რა, ერთობლივი და პარტნიორული მოქმედების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ლიდერებმა ორი ქვეყნის ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.
მაკრონმა ტერორიზმის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ ორი ქვეყანის სადაზვერვო სამსახურები ერთობლივად მოქმედებენ და ამასთან, ერთობლივ ზომებს მიიღებენ სოციალური მედიის წინააღმდეგაც, რომლებსაც ტერორისტები პროპაგანდის მიზნით იყენებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მოსთხოვენ ამერიკასაც.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მეიმ კი განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტერორისტებმა ინტერნეტი მარტივად და ადვილად ვერ გამოიყენონ.
ლიდერების თქმით, მათ Brexit-ის შემდგომი ურთიერთობების, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, არალეგალური მიგრაციის და თავდაცვის საკითხებიც განიხილეს