საპროტესტო აქციები რუსეთში

საპროტესტო აქციაზე წასასვლელად სახლიდან გამოსული ნავალნი დააკავეს

751153
საპროტესტო აქციები რუსეთში

რუსეთში მომდევნო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიჩნეული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ მოსკოვში ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ხელი პოლიციამ შეუშალა.

საპროტესტო აქციაზე წასასვლელად სახლიდან გამოსული ნავალნი დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერის ოფისს ელექტრო ენერგია შეუწყდა.

პუშკინის მოედნის სიახლოვეს ნავალნის მომხრე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მიუხედავად ამისა, დაახლოებით ათასი ადამიანი წითელი მოედნისკენ გაემართა.

პოლიციამ ოპოზიციონერთა მარშრუტი ბარიკადებით გადაკეტა.

ნავალნის მომხრეების ქვეყნის სხვა ქალებშიც ფართო მასშტაბიან აქციებს აწყობენ.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #საპროტესტო აქცია

მსგავსი ინფორმაციები