მეიმ ახალი კაბინეტი შექმნა

ზოგიერთმა მინისტრმა პორტფელი შეინარჩუნა

750526
მეიმ ახალი კაბინეტი შექმნა

დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველ ადგილზე გასულმა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა და პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ახალი კაბინეტი შექმნა.

მეის პარტიამ მართალია ხსენებულ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა და 318 სავარძელი მოიპოვა ახალ პარლამენტში, მაგრამ, ეს საკმარისი არ გამოდგა ახალი კაბინეტის მარტოდ მარტო შექმნისათვის და ამიტომ მან უმცირესობის კაბინეტი შექმნა, რომელშიც ყოფილი მინისტრებიდან ზოგიერთებმა პორტფელები შეინარჩუნეს.

ინგლისური მასმედიის მხრიდან მეის მეგობრად და ახლო პარტნიორად ცნობილი შრომისა და პენსიების მინისტრი დამიან გრეენი კი ვიცეპრემიერი გახდა.

2010-2016 წლებში, ე.ი. კონსერვატორების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, იმ დროინდელი კაბინეტის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მომუშავე მაიკლ გოვე კი გარემო დაცვის, სურსათი და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა რა, ისევ დაუბრუნდა კაბინეტს.

ჟურნალისტებისათვის გავრცელებულ განცხადებაში მეიმ თქვა, რომ ახალი კაბინეტი უფრო მეტად ორიენტირებული იქნება სოციალურ საკითხებზე, ხოლო ბრიუსელთან ე.წ. Brexit-ის მოლაპარაკებებს კი მომავალი კვირიდან დაიწყებენ



მსგავსი ინფორმაციები