11 ივნისი ისტორიაში

11 ივნისი ისტორიაში

508482
11 ივნისი ისტორიაში

11 ივნისი ისტორიაში

1913 წლის 11 ივნისს პრემიერმინისტრი (ვეზირი) მაჰმუთ შევქეთ ფაშა მოკლეს. ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე და ვეზირ მაჰმუთ შევქეთ ფაშაზე სტამბოლში, ბეიაზეთის მოედანზე განხორციელდა თავდასხმა,  რის შედეგადაც 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1909 წლის 31 მარტის აჯაყების ჩამხშობად და აბდულჰამიდ მეორის ტახტიდან ჩამომგდებადაც არის ცნობილი. თავდასხმის შედეგად მოკლული შევქეთ ფაშას და მისი თანხლები პირების ტანსაცმელი, ავტომობილი და იარაღი დღეს სტამბოლის ჰარბიეში განთავსებულ სამხედრო მუზეუმშია გამოფენილი.

1979 წლის 11 ივნის  ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ იეუნი გარდაიცვალა. მან მსახიობობა  1920 წელს გადაღებულ უხმო ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. იგი ფილმებში ძირითადად კოვბოის როლს ასრულებდა. მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობით მან უფრო დიდად გაითქვა სახელი. მის ყველაზე პოპულარულ ფილმს 1939 წელს გადაღებული  ”ჯოჯოხეთიდან დაბრუნება” წარმოადგენს. იეუნმა სამსახიობო კარიერაში 142 ფილმში შეასრულა მთავარი როლი. იგი რამდენიმე ფილმის რეჟისორს და პროდიუსერსაც წარმოადგენდა და დიდი წვლილი შეიტანა ამერიკული კინო ინდუსტრიის განვითარებაში.     

2004 წლის 11 ივნისს ელვან აბეილეგესემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.  წარმოშობით ეთიოპიელმა თურქეთის მოქალაქემ ელვან აბეილეგესემ, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში ქალთა შორის  ჩატარებულ  ე.წ. ”ოქროს ლიგა”-ში  5000 მეტრის გარბენით პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ეს რეკორდი 14 წუთსა და 24 წამში დაამყარა. იგი ამ რეკორდით თურქეთის ათლეთიზმის ისტორიაში შევიდა. 19 წლის ასაკში თურქეთში ჩამოსულმა ელვან  აბეილეგესემ თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და პეკინის ოლიმპიადაზე 5000 და 10000 მეტრის რბენებში ვერცხლის მედალი მოპოვა რა, თურქეთის ათლეთიზმის ისტორიაში პირველი ვერცხლის მედალოსანი სპორცმენიც გახდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები