ოთხმა არაბულმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა კატარს

ტერორისტად გამოაცხადეს 59 ფიზიკური პირი და 12 საქველმოქმედო ორგანიზაცია

749054
ოთხმა არაბულმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა კატარს

საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბეთის გაერთიანებამ, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს, რომლითაც ტერორისტად გამოაცხადეს 59 ფიზიკური პირი და 12 საქველმოქმედო ორგანიზაცია.

ტერორისტად გამოცხადებულ პირთა შორის არიან მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირის თავჯდომარე, ეგვიპტელი იუსუფ ეს კარადავი და 2001-2013 წლებში კატარის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულლაჰ ბინ ჰალიდ ალ სანი.

საერთო ჯამში ამ 59 კაციდან 26 ეგვიპტელია, 18 კატარელი, 5 ლიბიელი, 3 კუვეიტელი, 2 იორდანელი, 2 ბაჰრეინელი, თითო-თითო საუდის არაბეთელი, იემენელი და გაერთიანებული არაბული ემირატელია.

ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კატარმა არ შეასრულა ვალდებულება ტერორიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის შესახებ შეთანხმებას 2014 წელს ხელი მოეწერა საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, რამდენჯერმე გაფრთხილების მიუხედავად  არ გარიყა ტერორისტები საზოგადოებიდან, არ გადაკეტა მათი ფინანსური წყაროები, რამაც საბოლოო ჯამში დეკლარაციის ხელმომწერ 4 ქვეყანაში ქაოსი და არასტაბილურობა წარმოშვა.

ამავე დეკლარაციით, ტერორისტთა სიას უახლოეს დღეებში ახალი სახელები და ორგანიზაციები შეიძლება შეემატოს.

გაერთიანებული არაბულ ემირატებში კი 5 წლის ვადით პატიმრობას მიუსჯიან ანდა 136 ათასი დოლარით დააჯარიმებენ იმ პირებს, რომლებიც კატარის მხარდამჭერ მესიჯებს გაავრცელებენ  



მსგავსი ინფორმაციები