ინგლისში გუშინ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა

ეგზიტპოლებით მეის კონსერვატორებმა გაიმარჯვეს

748955
ინგლისში გუშინ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა

გაერთიანებული ბრიტანეთის სამეფოში გუშინ ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც ტერორის ჩრდილქვეშ ჩაიარა, ეგზიტპოლების მიხედვით პრემიერმინისტრ ტერეზა მეის პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ, ისეთი უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რომ მარტოდ მარტო შეექმნა ახალი კაბინეტი.

მოკლედ, მმართველი კონსერვატიული პარტია 314, ხოლო მთავარი ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია 266 სავარძლით იქნება წარდგენილი ახალ პარლამენტში და ახალი მთავრობის მარტოდ მარტო შექმნისათვის საჭირო იყო 326 სავარძლის მოპოვება.

ვერც ერთი პარლამენტარი ვერ გაიყვანა რადიკალურმა მემარჯვენე გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელმა პარტიამ.

47 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი ჰყავს ქვეყანას და არჩევნებს 68 პოლიტიკური პარტია შეუერთდა, ხოლო 650 სავარძლისათვის 3304 კანდიდატი იბრძოდა, მათგან 191 დამოუკიდებელი იყო.



მსგავსი ინფორმაციები