დიმიტრი პესკოვმა აშშ-ს არჩევნებში ჩარევის ბრალდება უარჰყო
დიმიტრი პესკოვმა აშშ-ს არჩევნებში ჩარევის ბრალდება უარჰყო
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აშშ-ში გასული წლის 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში ჩარევა და საარჩევნო სისტემაზე ზეგავლენის მოხდენა უარჰყო. „აღნიშნული საკითხი რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ არსებობს,“ განაცხადა პესკოვმა. აშშ-ს სადაზვერვო სამსახურმა (ინტერპოლმა) ორშაბათ დღეს განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში აშშ-ს საარჩევნო სისტემაზე თავდასხმა განხორციელდა და ამ სისტემაში მომუშავეების მეილებზე ზიანის მომტანი ელექტრონული ფოსტები გაიგზავნა, რამაც არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა ასეთი ქმედებით დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მიმართ დისკრიმინაცია და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დონალდ ტრამპის მხარდაჭერა განხორციელა.