საჰარას უდაბნოში უწყლოობის გამო 44 მიგრანტი დაიღუპა

საჰარას უდაბნოში უწყლოობის გამო 44 მიგრანტი დაიღუპა

744035
საჰარას უდაბნოში  უწყლოობის გამო 44 მიგრანტი დაიღუპა

დასავლეთი აფრიკიდან, ევროპის ქვეყნებში ჩასვლის მსურველი  მიგრანტებიდან 44  საჰარას უდაბნოში უწყლოობის გამო გარდაიცვალა. ნიგერიის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ჩასვლის მსურველი მიგრანტები ავტომობილით უდაბნოში გადაადგილდებოდნენ რა დროსაც იგი მწყობრიდან გამოვიდა და მიგრანტები უწყლოობის გამო დაიღუპნენ. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ნიგერიის ბილმას რეგიონის წითელი ჯვრის ორგანიზაციის  პერსონალის ლავალ თაჰარის თქმით, მიგრანტებიდან მხოლოდ ექვსი გადარჩა, რომლებიც იქვე ახლო მდებარე სოფელში გადაიყვანეს და მკურნალობასაც იქ გადიან.  თაჰარი ასევე აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის სამი ჩვილი და სამიც ბავშვია. მისივე თქმით გარდაცვლილები განის და ნიგერიის მოქალაქეები არიან. აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში შესვლის მსურველები იძულებული არიან საჰარას უდაბნო გაიარონ რის გამოც, მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.



მსგავსი ინფორმაციები