მაკკეინმა პუტინი ყველაზე საშიშ ადამიანად აღიარა

“პუტინი DEAŞ-ზე უფრო საშიშია“

742137
მაკკეინმა პუტინი ყველაზე საშიშ ადამიანად აღიარა

ავსტრალიაში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეარხ ABC-ს საინფორმაციო პროგრამას სახელწოდებით, “7:30 ანგარიში“ და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უფრო დიდად და სერიოზულად საშიშია, ვიდრე ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ი.

მისივე აზრით, რუსეთმა დემოკრატიის საფუძვლები დაანგრია რა,  გასული წლის 8 ნოემბერს ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას შეეცადა.

“მათი წარმატების შესახებ მე მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ მათ სცადეს და ამას ახლაც აგრძელებენ“, განაცხადა მაკკეინმა და დაამატა, რომ რუსეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლასაც შეეცადა, ხოლო ამის პარალელურად მოსკოვმა უკრაინა დაანაწილა რა, ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას აპირებს, ამიტომაც მისივე აზრით ამერიკამ რუსეთს სანქციები უნდა გაუგრძელოს



მსგავსი ინფორმაციები