ბელუჯისტანი სიცხისაგან იწვის

გუშინ თურბათში 53,5 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა

741600
ბელუჯისტანი სიცხისაგან იწვის

პაკისტანის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე გუშინ, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ თურბატში დაფიქსირდა. ამ ქვეყნის მეტეოროლოგიის სამმართველოს წარმომადგენლებმა გუშინდელი სიცხე გაზომეს და ტემპერატურამ 53,5 გრადუსს მიაღწია. ბოლო ყველაზე ცხელი დღე პაკისტანში 2009 წლის 30 მაისს 52 გრადუსით იყო დაფიქსირებული.  პაკისტანელი უფლებამოსილების განცხადებით ეს ქვეყანა კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის ქვეშ არის, რის გამოც ამ ბოლო წლებში აუტანელი ცხელი დღეები იცის, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე



მსგავსი ინფორმაციები