შეტაკებები ბრაზილიაში

შეტაკებების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალია

739642
შეტაკებები ბრაზილიაში

ბრაზილიაში, პარას მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალია. შეიარაღებული შეტაკება, მუნიციპალიტეტის  ერთ-ერთი მერიის მეურნეობის დაცვის წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილების  დასაჭერად მისულ პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა. პოლიციელების ინფორმაციით, დაღუპულებიდან ოთხი მეურნეობის დაცვის წევრის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. აღნიშნული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი უშიშროების საბჭოს მდივნის ჟეანოტ ჟანსენის თქმით მომხდარს დამოუკიდებელი ჯგუფი გამოიძიებს. მუნიციპალიტეტის კათოლიკური ეკლესიის პასტორალური მიწის კომისიის (CPT) განცხადებით, შეტაკება პოლიციის მხრიდან ადგილობრივი მცხოვრებლების მეურნეობიდან გამოყვანის დროს მოხდა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე მსგავსი შეტაკებები ბოლო ათი წელია ხშირად ხდება.



მსგავსი ინფორმაციები