ინგლისში ტერორიზმის საფრთხე ყველაზე მაღალ დონედ „კრიტიკული“ გამოცხადდა

ინგლისში ტერორიზმის საფრთხე ყველაზე მაღალ დონედ „კრიტიკული“ გამოცხადდა

737980
ინგლისში ტერორიზმის საფრთხე ყველაზე მაღალ დონედ  „კრიტიკული“ გამოცხადდა

ინგლისის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე ყველაზე მაღალ დონედ  „კრიტიკული“ გამოცხადდა. მან ამის შესახებ  მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მისი თანათავჯდომარეობით უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებთან გამართული საგანგებო შეკრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეიმ ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ რომელიმე დაჯგუფების ნაწილია, ამის შესახებ გამოძიება დეტალურად მიმდინარეობს. პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებს უსაფრთხოების დასაცავად ყველანაირი დახმარება და ხელშეწყობა მიეცემა. ორშაბათ საღამოს მანჩესტერის არენაზე მომხდარი ტერაქტის დროს 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. თავდასხმა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმა, 22 წლის  სალმან აბედიმ განახორციელა, რომელიც აფეთქების დროს ადგილზევე დაიღუპა. მეორეს მხრივ თავდასხმა საკუთარ თავზე ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა აიღო. ამ საკითხს ამერიკის სადაზვერვო სამსახურიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მანჩესტერის ტერაქტთან  DEAŞ-ის კავშირს  ვერ ხედავენ.  

 



მსგავსი ინფორმაციები