მაკრონმა გენტილონი მიიღო

განიხილეს ევროკავშირში რეფორმების საკითხი

736661
მაკრონმა გენტილონი მიიღო

 

როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირში რეფორმებს განახორციელებდა და აი ამისათვის მან ხელები დაიკაპიწა.

გუშინ მან ელისეის სასახლეში იტალიის პრემიერი პაოლო გენტილონი მიიღო და თქვა, რომ ევროკავშირის რეფორმებისათვის ერთობლივად იმუშავებენ. მისივე თქმით, არსებობს მოკლე და გრძელვადიანი რეფორმები, ხოლო ევრო ზონისათვის კი ერთიან ბიუჯეტს დააწესებენ.

მაკრონმა ევროკავშირი დაადანაშაულა მიგრანტების საკითხში იტალიისადმი დახმარების გაუწევლობაში.

გენტილონიმ კი ევროკავშირის სიძლიერეზე გაამახვილა რა ყურადღება, თქვა, რომ მიგრანტების საკითხში ერთობლივი პოლიტიკა უნდა შეიმუშაონ და ერთობლივ ვალუტასთან ერთად ერთობლივი ბანკებიც უნდა შექმნან.

ევროკავშირში რეფორმების, განსაკუთრებით საზღვრების უსაფრთხოებისა და მიგრანტების პოლიტიკის საკითხში, მაკრონი უფრო ადრე მერკელსაც შეუთანხმდა    



მსგავსი ინფორმაციები