ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში

ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში

736922
ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში

მექსიკაში ერთ-ერთი სამგზავრო ავტობუსი 90 მეტრიან უფსკრულში გადავარდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. აღნიშნული მოვლენა  გვატემალას საზღვართან მდებარე  მოტოზინტლას რაიონში მოხდა. ავტოავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მექსიკაში მსგავსი შემთხვევა გასულ თვეშიც მოხდა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები