ბრაზილიის ახალ პრეზიდენტსაც კორუფციაში ედება ბრალი
მის მიმართაც მოკვლევა დაიწყება
ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ დააკმაყოფილეს რესპუბლიკური მთავარი პროკურატორის მოთხოვნა ამ ქვეყნის პრეზიდენტ მაიკლ თემერის მიმართ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის გახსნის თაობაზე.
პრეზიდენტს ბრალი ედება ქვეყნის შემრყევი კორუფციული სკანდალის ერთერთი ეჭვმიტანილის მიმართ დუმილში, რაც მის ამ კორუფციაში თანამონაწილეობის ეჭვს იწვევს.
სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ თემერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობიდან არ გადადგება, რასაც რიო დე ჟანეიროში საპროტესტო ტალღა და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.
თემერი ქვეყნის პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც მისი წინამორბედი დილმა რუსსეფი ასევე კორუფციის ბრალდებით სენატმა პოსტიდან გაანთავისუფლა.
ამჟამად ფართომასშტაბიანი მოკვლევა ე.წ. “მანქანების რეცხვის“ საქმეზე მიმდინარეობს და 2 მილიარდი დოლარის კორუფციის ბრალდების საქმეზე ათობით სახელმწიფო მაღალჩინოსანი და პოლიტიკოსი დააკავეს