პუტინი ამერიკულ მას მედიას გაუბრაზდა
“შეიძლება ტრამპ-ლავროვის შეხვედრის აუდიო ჩანაწერი გამოვაქვეყნოთ“
პუტინი დღეს სოჭში იტალიის პრემიერ პაოლო გენტილონის შეხვდა, რის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს და რუსეთის პრეზიდენტი მასზე პირველად გამოეხმაურა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ლავროვის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ტრამპმა მას საიდუმლო ინფორმაციები გადასცა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში ამ ბოლო დროს პოლიტიკური შიზოფრენია განვითარდა, რადგან, თითქოსდა ტრამპის მხრიდან საიდუმლო ინფორმაციების რუსეთისათვის მიწოდების ბრალდებას სხვანაირ შეფასებას ვერ მოუძებნი“, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ტრამპს რუსეთისათვის არავითარი საიდუმლო ინფორმაციები არ გაუცია და ამერიკელი პოლიტიკოსების დასაწყნარებლად ლავროვის შეხვედრის აუდიო ჩანაწერიც შეიძლება გამოაქვეყნონ.
ამერიკულმა გაზეთმა Washington Post-მა გასულ კვირას ოვალურ ოფისში ლავროვის ტრამპთან შეხვედრა გააშუქა და დაწერა, თითქოსდა ამერიკის პრეზიდენტმა რუს დიპლომატს DEAŞ-ის შესახებ საიდუმლო ინფორმაციები გადასცა
მსგავსი ინფორმაციები
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს