სირიაში ასადის რეჟიმის შავბნელი სახე დღითიდღე უფრო მჟღავნდება

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ ასადის რეჟიმმა სირიაში საიდნაიას საპყრობილეში ათასობით ადამიანი დახოცა და მათი ცხედრები სპეციალურ ღუმელში დაწვა

732797
სირიაში ასადის რეჟიმის შავბნელი სახე დღითიდღე უფრო მჟღავნდება

სირიაში ასადის რეჟიმის შავბნელი სახე დღითიდღე უფრო მჟღავნდება.

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ ასადის რეჟიმმა სირიაში საიდნაიას საპყრობილეში ათასობით ადამიანი დახოცა და მათი ცხედრები სპეციალურ ღუმელში დაწვა.

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტიუარტ ჯონსმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ღუმელთან დაკავშირებული თანამგზავრული ფოტოები წარმოადგინა.   

ჯონსის განცხადებით, მათ სჯერათ, რომ დედაქალაქ დამასკოდან 45 წუთის სავალზე მდებარე საპყრობილეში დღეში საშუალოდ 50 ადამიანს კლავენ და დაამატა: „ჩვენი აზრით, ეს ღუმელი აშენდა იმისათვის, რომ მტკიცებულებები იქნას განადგურებული.“

მისივე თქმით, „ასადის უზნეობა ახალ დონეზე დაეცა.“

სტიუარტ ჯონსმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული სირიის მოლაპარაკებებიც შეაფასა და აღნიშნა: „ასადის რეჟიმის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. რუსეთმა რეჟიმზე გავლენა უნდა გამოიყენოს და ამის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.“

საიდნაიას საპყრობილეში არსებული მდგომარეობა მანამდე დღის წესრიგში ამნისტიის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩააყენა.



მსგავსი ინფორმაციები