ებოლა კონგოში ახლიდან გამოჩნდა

ამ ეპიდემიისგან 2 კაცი დაიღუპა

733102
ებოლა კონგოში ახლიდან გამოჩნდა

ცენტრალური აფრიკის სახელმწიფო კონგოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბას უელეს მახლობელ სოფელ ლიკატიში ებოლას დაავადებისგან 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 5 კაცს კი ეს დაავადება დაუფიქსირდა.

ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის, ჩარლზ კასოს თქმით ბოლო რამდენიმე დღეში ჰემორაგიული ცხელების სულ ცოტა 10 შემთხვევა იქნა აღმოჩენილი და მათგან 2 დაიღუპა.

ებოლას ეპიდემია პირველად კონგოში 1976 წელს იქნა აღმოჩენილი და 2014-2015 წლებში იგი დასავლეთ აფრიკის მრავალ სახელმწიფოში დაფიქსირდა რა, 28 ათასი დაავადებულიდან 11 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ებოლა ადამიანებსა და ცხოველებში ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს, რაც მძიმე ფორმების დაავადებაში გადადის



მსგავსი ინფორმაციები