ლავროვი ალიასკაშია

“დეესკალაციის ზონებს ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი“

731307
ლავროვი ალიასკაშია

არქტიკის საბჭოში მონაწილეობის მისაღებად ალიასკაში ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეფასება მისცა რა სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს, თქვა, რომ რუსი, თურქი და ირანელი სპეციალისტები 10 დღის განმავლობაში შეიკრიბებიან რა, დეტალურად განიხილავენ დეესკალაციის ზონების საკითხს. მისივე თქმით დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ ასტანაში მიღებულ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭირონ ყველამ, მათ შორის ესადის მთავრობამაც, ხოლო დამკვირვებლების სახით ხსენებულ რეგიონებში შეიძლება მივლინებულ იქნენ მესამე ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომელთა შესახებ საუბარი არ ჰქონიათ ამერიკელ კოლეგა ტილერსონთან პირისპირი შეხვედრის დროს. რუსმა დიპლომატმა ტრამპთან შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მზად არიან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის



მსგავსი ინფორმაციები