ჯორჯ ველამ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები შეაფასა
ჯორჯ ველამ განაცხადა, რომ თურქეთი ევროპისათვის სტრატეგიული პარტნიორია
ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარის მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ ველამ განაცხადა, რომ თურქეთი ევროპისათვის სტრატეგიული პარტნიორია.
ველამ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანს“-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მომავალზე გადაწყვეტილების მიღება თურქ ხალხს შეუძლია და ამ საკითხისადმი ასეთი მიდგომა თურქეთის სუვერენიტეტის პატივისცემითაა განპირობებული.
ველას განცხადებით, რომელმაც 28 აპრილს მალტაში გამართულ შეხვედრაზე მიანიშნა რომ ევროკავშირს თურქეთთან კომუნიკაციის არხების ღიად დარჩენა სურს, თურქეთთან მოსალაპარაკებლად და საკითხების განსახილველად მზად არიან.
ჯორჯ ველამ ასევე განაცხადა, რომ მიღებული ზოგიერთი გადაწყვტილების მიერ კავშირებისათვის ზიანი მიყენება სამწუხაროა და დაამატა: „ევროკავშირსა და თურქეთს შორის ძლიერი კავშირებია. თურქეთი ევროპისათვის სტრატეგიული პარტნიორია და პრობლემები დიპლომატიური გზებით უნდა განვიხილოთ.“
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა