მაკრონსა და ლე პენს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა
მათ ერთმანეთის მიმართ უხეში და მკაცრი სიტყვები იხმარეს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 7 მაისს გაიმართება, სატელევიზიო დებატები გაიმართა მეორე ტურში გასულ ემანუელ მაკრონსა და მარინე ლე პენს შორის, რის დასრულების შემდეგ გამოკითხულთა 63%-მა მაკრონის პასუხები და შეხედულებები უფრო დამაჯერებლად მიიჩნია.
დებატებმა 2,5 საათს გასტანა და კონკურენტებმა ერთმანეთის მიმართ უხეში და მკაცრი სიტყვები და გამოთქმები იხმარეს. მაკრონის თქმით, ლე პენმა კამპანია ტყუილებზე და ცილისწამებებზე ააგო, იგი ხალხის შიშს თავის სასარგებლოდ იყენებს და ამიტომ მას სისტემის პარაზიტი უწოდა.
მაკრონმა მეტოქის ის სიტყვებიც გააკრიტიკა და მას მეტად საშიში და მომაკვდინებელი უწოდა, რომელშიც ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი ევროზე უარს იტყვის და კვლავ ფრანკზე გადავა. “ის, რასაც თქვენ საფრანგეთს სთავაზობთ, სავალუტო ომს წარმოადგენს“, განაცხადა მაკრონმა და წარუმატებელი უწოდა ლე პენის გეგმებს ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორებისა და უმუშევრობის შემცირების საკითხებში.
ლე პენმა კი თავის მხრივ მაკრონი ანტიტერორისტულ ბრძოლაში გულგრილი დამოკიდებულების და გეგმის უქონლობაში დაადანაშაულა.
ბოლო საანკეტო გამოკითხვებით, კვირის არჩევნებში მაკრონი ხმების 60%-ს, ლე პენი კი 40%-ს მოიპოვებს